თეა ახვლედიანი: არჩევანი გავაკეთე იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომელიც პატივს ცემს და უზრუნველყოფს ისეთი ღირებულებების დაცვას, როგორიც არის ადამიანის უფლებები, ადამიანის ღირსება და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა

31 Oct 2020 17:53

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #24 უბანზე დააფიქსირა.


„მე დღეს არჩევანი გავაკეთე იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომელიც პატივს ცემს და უზრუნველყოფს ისეთი ღირებულებების დაცვას, როგორიც არის ადამიანის უფლებები, ადამიანის ღირსება და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა. მე ხმა მივეცი ჩვენი ხალხის და ქვეყნის ერთიანობას, თავისუფლებას, საქართველოს დასავლური კურსით განვითარებას და რაც მთავარია ევროკავშირის პერსპექტივას“-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა. 



კომენტარები:

ფართი შოპი