კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ მოხვიდეთ არჩევნებზე და გამოიყენოთ ეს შანსი, რათა ხვალ დავიწყოთ ცხოვრება ახალ საქართველოში, ახალი ძალითა და ახალი ენერგიით - ბაქრაძე

31 Oct 2020 20:47

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მივიდნენ არჩევნებზე, რათა ქვეყანაში ხვალინდელი დღე იყოს მშვიდი, სტაბილური, ახალი ძალითა და ენერგიით.


„ჩემი პოლიტიკაში დიდხნიანი ყოფნის მიუხედავად, არ მახსოვს არჩევნები, სადაც ასე დოკუმენტირებულად ყოფილიყოს ფულის დარიგების და პირდაპირი საარჩვნო მოსყიდვის ფაქტები.მიუხედავად ამის, მე არ მინდა, რომ ამ დარღვევბის ფონზე დაგვეკარგოს სურათის მთავარი ნაწილი. სურათის მთავარი ნაწილი გახლავთ ის, რომ ამ არჩევნებში ქართული ოცნება მარცხდება.ჩვენი ამოცანაა, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს მარხი და უზრუნველვყოთ, რომ დღეს ქართულმა ოცნებამ მიიღოს დამაჯერებელი გაკვეთილი, დამარცხდეს დამაჯერებლად, რომ ამ ქვეყანაში ხვალიდან იყოს სიმშვიდე და არავინ არ დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ არჩევნების შედეგი.ამიტომ, ყველას ვისაც აღარ გინდათ ამ ჭაობში ცხოვრება, ყველას ვინც დაგღალათ უკან წასულმა ცხოვრებამ, ქვეყანამ და ჩაკეტილ საქართველოში ცხოვრებამ, ყველას ვისაც გინდათ, რომ ხვალინდელი დღე იყოს მშვიდი და სტაბილური, კიდევ ერთხელ მოგიწოდეთ, მობრძანდით არჩევნებზე, რათა ბოლომდე მივიყვანოთ ის პროცესი, რომელიც დაიწყო და ძალიან კარგად მიდის. ყველა ეს დარღვევა არის ნიშანი ამ მარცხის, ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, ვისაც გსურთ ამ ქვეყანაში განვითარება, გარდამტეხი ცვლილებები და სტაბილურობა.“ - განაცხადა ბაქრაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი