გიორგი გახარია - გვერდით ვუდგავართ ავსტრიას და მსოფლიოს ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში

03 Nov 2020 21:12

სოლიდარობის ნიშნად გვერდით ვუდგავართ ავსტრიას და მსოფლიოს ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

 

მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს მსხვერპლთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

 

„საქართველო მტკიცედ გმობს ვენაში განხორციელებულ  ტერორისტულ აქტებს. თანავუგრძნობთ ამ შემზარავი ქმედების მსხვერპლთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.


სოლიდარობის ნიშნად გვერდით ვუდგავართ ავსტრიას და მსოფლიოს ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.



კომენტარები:

ფართი შოპი