ირმა ინაშვილი: ასეთი ქვეყანა ააშენა "ქართულმა ოცნებამ". ქვეყანა, სადაც გაბედაურებული ვირები დირიჟორობენ. წავა თქვენი დრო, აუცილებლად წავა!

05 Nov 2020 01:00

"მამუკა მდინარაძეს ჰგონია ცხენზე ზის, მაგრამ ასე ეგონათ სხვებსაც, რომლებიც დრომ და საზოგადოებამ ბოლოს სხვაგან დასვა."- წერს "საქართველოს პატრიტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ფეუსბუქის გვერდზე.


"ვანო მერაბიშვილის ნათესაობის გულმოდგინე ადვოკატი და ადეიშვილის მონა რომ ჩვენზე ილაპარაკებს, კომედიაც აღარაა. მესმის, გახარებულია, ახლა უკეთესად იმღერებს პარლამენტში " ჟუჟუნა წვიმა მოვიდა"-ს, მაგრამ ბოლოს "დანა გულს ვის გაუპობს", ბატონ მდინარაძეს ამასაც ხალხი აჩვენებს! ნანახი მყავს მსგავსი პერსონაჟები საქართველოს უახლეს ისტორიაში, დღეს რომ ნაფტალინი ჭამთ! 


ასეთი ქვეყანა ააშენა "ქართულმა ოცნებამ". ქვეყანა, სადაც გაბედაურებული ვირები დირიჟორობენ. წავა თქვენი დრო, აუცილებლად წავა!"- წერს ირმა ინაშვილი. 



კომენტარები:

ფართი შოპი