შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული ბრიფინგის შემდეგ მინისტრის პირველმა მოადგილემ - კახა საბანაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.საბანაძის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციას მონაწილეების წინააღმდეგგაზი არ გამოუყენებია.
"ვრცელდება დეზინფორმაცია გაზთან დაკავშირებით. პოლიციას არ გამოუყენებიაგაზი და ყველამ მინდა კარგად გაითვალისწინოს, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზანშეუწონელია",- განაცხადა კახა საბანაძემ.