"ლელო" კატეგორიულად გმობს ამ ვითარებაში მშვიდობიანი მომიტიინგეების წინააღმდეგ ძალის, მათ შორის წყლის ჭავლის და სავარაუდოდ, მხუთავი აირის გამოყენებას სამართალდამცველების მხრიდან

09 Nov 2020 04:27

"ლელო" კატეგორიულად გმობს ამ ვითარებაში მშვიდობიანი მომიტიინგეების წინააღმდეგ ძალის, მათ შორის წყლის ჭავლის და სავარაუდოდ, მხუთავი აირის გამოყენებას სამართალდამცველების მხრიდან. ხელისუფლების და მმართველი ძალის ანალოგიური ქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, ხელი დააფაროს გამყალბებლებს და ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის ქურდებს."- ნათქვამია "ლელოს" განცხადებაში.


"მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი უფლებების აღდგენას ითხოვდნენ, ძალის გამოყენება დაუშვებელია და შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულებრივ ქმედებად საკუთარი მოქალაქეების მიმართ.


პირველივე წუთებიდან საქართველოს ხელისუფლება და შინაგან საქმეთა სამინისტრო არაპროპორციულ ძალას იყენებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. წყლის ჭავლის და სავარაუდოდ გაზის გამოყენება მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ დაუშვებელია. ეს ყველაფერი ხელისუფლების ისტერიაზე და პანიკურ ქმედებებზე მიუთითებს.


მოვუწოდებთ ამ პროცესში ჩართულ ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, არ შეასრულონ უკანონო ბრძანება და დაიცვან საქართველოს მოქალაქეების ინტერესები." - აღნიშნული განცხადებაში, რომელიც "ლელომ" გაავრცელა. 



კომენტარები:

ფართი შოპი