პრემიერ-მინისტრის მრჩეველი „კოვიდ-19“-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ რეკომენდაციებზე თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებს ესაუბრა, მოწყვლად ჯგუფებს კი პირბადეები გადასცა

09 Nov 2020 04:35

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ქორიძემ სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის ხანდაზმულ ბენეფიციარებს პირბადეები გადასცეს და „კოვიდ-19“-ის პრევენციასთან დაკავშირებით აუცილებელ რეკომენდაციებზე ინფორმაცია მიაწოდეს.


პრემიერის მრჩეველმა ასევე შეხვედრა გამართა თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს პანდემიის დროს ადამიანის უფლებების დაცვაზე და ახალგაზრდების როლზე ამ პროცესში. განიხილეს ის ღონისძიებები, რაც სახელმწიფომ პანდემიის დროს ადამიანის უფლებების დასაცავად გაატარა. ახალგაზრდებმა გამოთქვეს იდეები, კიდევ რისი გაკეთება შეიძლება სამომავლოდ.


„მოგეხსენებათ, პირბადის ტარება პირდაპირ არის დაკავშირებული კოვიდ-19-ის გავრცელების შენელებასთან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა გავაცნობიეროთ საკუთარი პასუხისმგებლობა, გავუფთხილდეთ ერთმანეთს და ვატაროთ პირბადე სწორად, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში, განსაკუთრებით კი ხალხმრავალ ადგილებში. ეს არის ის მარტივი და  უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რითაც შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ვირუსის საქართველოს მთავრობა, პარტნიორებთან ერთად, მოწყვლადი ჯგუფებითვის პირბადეებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და „კოვიდ-19“-ის პრევენციასთან დაკავშირებით აუცილებელ რეკომენდაციებზე მათ ინფორმირებას განაგრძობს.



კომენტარები:

ფართი შოპი