ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ "კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო პირველ ვაქცინებს 2021 წლის მარტისთვის მიღებს

10 Nov 2020 05:49

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ "კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო პირველ ვაქცინებს 2021 წლის მარტისთვის მიღებს, რაც ფუნდამენტურად შეცვლის პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებას. ამის შესახებ ჯანმოს გენერალური დირექტორის მრჩეველმა ბრიუს ეილვარდმა განაცხადა.


„მარტისთვის, როგორც გამონაკლისი სამუშაოების შედეგი, რომელიც ახლა მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს, შესაძლოა, აღმოვჩნდეთ ვითარებაში, რომელიც ფუნდამენტურად შეცვლის პანდემიასთან დაკავშირებულ მდგომარეობას. ამ დროისთვის უკვე გვექნება არა მხოლოდ საშუალებები, არამედ ვაქცინებიც“,- განაცხადა ეილვარდმა ჟენევაში მიმდინარე მსოფლიო ჯანდაცვის მსოფლიო 73-ე ასამბლეაზე.


გარდა ამისა, ჯანმო იმედოვნებს, რომ 2021 მარტისთვის გამოჩნდება ვირუსზე ტესტირების დამოუკიდებელი საშუალებები.



კომენტარები:

ფართი შოპი