გოჩა თევდორაძის განცხადებით, თითქმის, 2 000 უბანზე ოქმები არ ბალანსდება

12 Nov 2020 03:37

"ჩვენ ვნახეთ თითქმის 2 000 უბანი, რომელზეც ოქმი არ ბალანსდება!"- აცხადებს "პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე.


"არჩევნები მართლაც ტოტალურად გაყალბდა. როგორ გაყალბდა და რა მეთოდებით? ეს მეთოდები იყო ძალზედ მრავალფეროვანი. რა ფორმაც შეიძლება მოვძებნოთ გაყალბების, რასაც შეიძლება ჩვენი ფანტაზია გაწვდეს - ყველა მეთოდი და ფორმა იქნა გამოყენებული. არჩევნების დღეს ჩვენ ვნახეთ საარჩევნო ადმინისტრაციისგან ისეთი ქმედებები, რომლებიც ყოველგვარი კანონიერი ჩარჩოდან არის ამოვარდნილი. ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება - ამაზე მიუთითებდნენ კიდევაც საერთაშორისო დამკვირვებლები, რომ ეს ძალიან ცუდი იყო. ისინი მიუთითებდნენ ასევე, რომ დამაშინებელი გარემო იყო შექმნილი საარჩევნო უბნებთან; გარდა ამისა, ჭარბი რაოდენობა, რომელიც წარმოდგენილი იყო საარჩევნო უბნებზე, საარჩევნო ოლქში თუ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში - ხელისუფლება ქმნიდა იმ განცდას, რომ არჩევნები არ არის დამოუკიდებელი და თავისუფალი არ არის. ასევე ბათილად ცნობა ისეთი ბიულეტენების, რომელიც არ იყო ბათილად საცნობი - პირველ რიგში, "პატრიოტთა ალიანსის". უფრო მეტიც, ამ ბათილად ცნობის გარდა, "ქართულმა ოცნებამ" გააქრო, გადაყარა ბიულეტენები, იყო შემთხვევები, როდესაც 700 ამომრჩეველი მოვიდა არჩევნებზე, ამას აფიქსირებენ ოქმში და ხმები რომ დათვალო, როგორ გადანაწილდა საარჩევნო სუბიექტებზე, ხმების ჯამი არის 620. სად წავიდა ეს 80 ხმა არავინ იცის! ჩვენ ვნახეთ თითქმის 2 000 უბანი, რომელზეც ოქმი არ ბალანსდება!"- განმარტავს თედორაძე.



კომენტარები:

ფართი შოპი