ბადრი ჯაფარიძე: "​IRI-ს ანგარიშში წარმოდგენილია საარჩევნო დარღვევების მთელი "თაიგული" - არჩევნებამდე და არჩევნების დღეს

16 Nov 2020 23:15

“ლელოს” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე IRI-ს ევრაზიის დირექტორის, სტივენ ნიქსის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნიქსი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ არჩევნებმა  ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები. 


ჯაფარიძის თქმით, სტივენ ნიქსი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ყველა ოპოზიციური პარტია ამდენი ხანია ვაცხადებთ - ასე ჩატარებული არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ არჩევნებად, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას.


"IRI-ს დირექტორის, ბატონი სტივენ ნიქსის შეფასება ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვიმეორებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ადგილი ჰქონდა ურიცხვ დარღვევას. პრაქტიკულად, არ დარჩა დარღვევის სახეობა, რომელიც არ განხორციელდა. ფაქტია, ბატონი სტივენ ნიქსი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ყველა ოპოზიციური პარტია ამდენი ხანია ვაცხადებთ - ასე ჩატარებული არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ არჩევნებად, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას. 


IRI-ს ანგარიში კიდევ უფრო მკაცრია შეფასებებში, ვიდრე ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიის შეფასება - ეს არის მართლაც მთელი თაიგული დარღვევების, რომელზეც აირაი საუბრობს. სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა  გაყალბებული არჩევნები და მისი შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას,”-აღნიშნა ჯაფარიძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი