თუ საბჭოური პარლამენტი არის ის, რაც ივანიშვილს უნდა, ის ამას ნამდვილად მიიღებს - კაპანაძე

24 Nov 2020 00:59

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, თუ ივანიშვილს სურს, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისი განმუხტოს, მან კონკრეტული გეგმა უნდა წარმოადგინოს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები.


კაპანაძემ აღნიშნა, რომ თუკი ამაზე საუბარი იქნება, მაშინ იქნება შანსი, რომ კრიზისი განიმუხტოს, ხოლო თუ ივანიშვილი ამაზე არ წამოვა, ქვეყანას ექნება საბჭოური პარლამენტი.


„ჩემთვის ძნელია ვარაუდი იმაზე, იქნება თუ არა კომპრომისი ქართული ოცნების მხრიდან, იმიტომ, რომ ივანიშვილი ეხლა ნამდვილად არ არის კარგ მდგომარეობაში, მან გაიფორმა საბჭოური პარლამენტი და საბჭოური პარლამენტი თუ არის ის, რაც მას უნდა, მაშინ ამას მიიღებს ნამდვილად, ხოლო თუ ის დაინტერესებულია, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს და მისთვისვე რაც უკეთესი იქნება, საბოლოოდ,  მოკლე და საშუალო პერიოდში, ამ ნაბიჯებზე წამოვიდეს და კონკრეტული გეგმა შემოგვთავაზოს, როგორ განიმუხტოს და როგორ იყოს ახალი არჩევნები, მაშინ ამას ბუნებრივია ჩვენ განვიხილავთ.


სიტუაცია არის ძალიან ნათელი, ასეთი ნათელი არ ყოფილა ალბათ არასოდეს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნა, ეს არის მოთხოვნა, რომელიც მომდინარეობს საქართველოს მოსახლეობიდან და ეს მოთხოვნა არის არჩევნების ჩატარება დემოკრატიულად, თავისუფლად და სამართლიანად  და არა ისე, როგორც ეხლა  მოხდა, როდესაც დაიხატა უბრალოდ რიცხვები.


თუ ამაზე იქნება საუბარი, მაშინ შანსი, რომ ეს კრიზისი განიმუხტის იქნება, თუ არა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გვექნება საბჭოური პარლამენტი“ - განაცხადა კაპანაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი