საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დამატებითი შეზღუდვები დაწესდა.
ქვეყანაში 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით:
- კომენდანტის საათი საღამოს 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე დაიწყება და 05:00 საათამდე გაგრძელდება. იკრძალება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. გამონაკლისი იქნება ახალი წლის, 31 დეკემბრის ღამე და შობის - 6 იანვრის ღამე.
- იზღუდება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა
- რესტორნები და კვების ობიექტები სრულად გადადიდან მიტანის სერვისზე ( Take Away, Drive, დელივერი)
- ფიტნეს დარბაზები და აუზები მუშაობას აჩერებენ.
- იკრძალება ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება - დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.
- ჩერდება სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.
დიდ ქალაქებში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში და სათხილამურო კურორტებზე, - ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:
- თბილისის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა ჩერდება
- სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში
- ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები
- სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე
- კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას
სათხილამურო კურორტებზე:
- სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად
- ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება
24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში:
- შეზღუდვა არ იმოქმედებს სავაჭრო ცენტრებზე, ღია და დახურულ ბაზრობებზე
- აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა
3 იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში:
- ცხადდება უქმე/დასვენების დღეები
- აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში
- არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა
16-დან 31 იანვრის ჩათვლით:
- ქვეყანაში აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა)
- შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ შეეხება:
- სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას
- საბანკო და საფინანსო საქმიანობას
- სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას
- დელივერსა და გატანის სერვისებს
- სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას
- ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს
- საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს
- აგრარული ბაზრობის მუშაობას
- არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის - ტაქსით) გადაადგილება.