ქართული ოცნების რეპრესიული მანქანა კვლავინდებურად აგრძელებს მშვიდობიანი მოქალაქეების დევნას და დაპატიმრებას

28 Nov 2020 23:04

„ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭო სრულ სოლიდარობას უცხადებს სამოქალაქო აქტივისტებს ნათია ლეთოდიანს და შუშანა მაცაბერიძეს, რომლებიც დღეს, 28 ნოემბერს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მსვლელობისას დააკავეს, სადაც აქციის მონაწილეები, დროებით აღმართულ კონსტრუქციაზე, საპროტესტო წარწერების გაკეთებას გეგმავდნენ.


საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებაა სხვადასხვა ფორმით გამოხატონ მშვიდობიანი პროტესტი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. 


მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გაათავისუფლონ დაკავებული აქტივისტები, პატივი სცენ მოქალაქეების სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც „უზენაესი ადამიანური ფასეულობას“ და უარი თქვან საკუთარი თანამოქალაქეების წინააღმდეგ უკანონო დავალებების აღსრულებაზე.



კომენტარები:

ფართი შოპი