გიორგი მამაცაშვილი: უნდა ვიცხოვროთ არაძალადობრივ ქვეყანაში, სადაც მოქალაქის ღირსება დაცული იქნება! მითუფრო - პოლიციელის, ექიმის, პედაგოგის...

02 Dec 2020 21:24

"ის ქობულეთელი პოლიტიკური ნაგავი, პოლიციელის დაჩეხვისკენ რომ მოუწოდებდა საზოგადოებას, დაკავებულია! "  - წერს მედიაჰოლდინგ "რეპორტიორის" გენერალური დირექტორი გიორგი მამაცაშვილი.


"ბრავო - შსს! 


უნდა ვიცხოვროთ არაძალადობრივ ქვეყანაში, სადაც მოქალაქის ღირსება დაცული იქნება! მითუფრო - პოლიციელის, ექიმის, პედაგოგის... 


ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს ყველამ - მუქარა დასჯადია! ძალადობა დასჯადია! ძალადობისკენ მოწოდება დასჯადია!"- წერს მამაცაშვილი. 



ცნობისთვის: შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი - 1984 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს.


დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ა.ვ.-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მან მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდა პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ. სოციალური ქსელი "facebook"-ის საშუალებით განხორციელებულ Live-ჩართვაში ა.ვ. აღნიშნავდა, რომ საჭიროა მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიაყენონ. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 239-ე პრიმა მუხლით და დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.


აღნიშნული გამოძიების ფარგლებში უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ფოთში შეხვდნენ ა.ვ.-ს, რა დროსაც ის თავს დაესხა სამართალდამცველებს და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები.


ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით და 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.



კომენტარები:

ფართი შოპი