„ევექსში“გასულ 24 საათში კორონავირუსით ორი ექიმი გარდაიცვალა

06 Dec 2020 19:41

გასულ 24 საათში კორონავირუსით ახალციხელი 2 ექიმი გარდაიცვალა. ამის შესახებ "ევექსის" კლინიკის პრესსამსახურში აცხადებენ. მათივე ცნობით, ორივე პაციენტს თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა და ორივე 70 წლის იყო.


„სამწუხაროდ, აღნიშნულ პაციენტებს ჰქონდათ თანმდევი ქრონიკული დაავადებები. რის ფონზეც ვირუსი უფრო რთულად განვითარდა“, - აცხადებენ კლინიკაში.



კომენტარები:

ფართი შოპი