კახა კუჭავამ ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

09 Dec 2020 18:30

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის და სიერა-ლეონეს პარლამენტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაში ღია მმართველობის შესახებ მიიღო მონაწილეობა.


კახა კუჭავამ ღია მმართველობის კუთხით საქართველოს პარლამენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და  მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა. მან კოლეგებს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი გააცნო და საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გამოცდილება გაუზიარა.


„ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვისა და სიერა-ლეონეს პარლამენტის  ორგანიზებით, ჩატარდა კონფერენცია, რომელშიც მიწვეული გახლდით, როგორც საქართველოს ღია მმართველობის (OGP) მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე. ამავე დროს, როგორც გარემოს დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც განახორციელა ის ცვლილებები, რომელმაც ხელი შეუწყო ზედამხედველობის ფუნქციების კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც მიღწეული იქნა გამჭვირვალობის ფუნქციის მაქსიმალური გამოყენებით. ჩემი კოლეგები სხვა პარლამენტარებიდან დაინტერესებულები არიან გაიგონ მეტი, თუ როგორ გაიარა საქართველოს პარლამენტმა ეს გზა. 


სასიამოვნოა, რომ ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი, რომელთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ არაერთი წელია, მიიჩნევს, რომ საქართველო არის სამაგალითო ამ მიმართულებით,“- აღნიშნა კახა კუჭავამ.



კომენტარები:

ფართი შოპი