მამუკა ხაზარაძე: ახლა დაპირისპირების დრო არ არის და ოპოზიციას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ

09 Dec 2020 21:33

“ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და ოპოზიციის წევრებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. როგორც მათ ხაზარაძემ მიმართა ახლა დაპირისპირების დრო არ არის. 


ხაზარაძემ, ოპოზიციას მოუწოდა თავი შეიკავონ ერთმანეთის თავდასხმისგან.



"მთავარი იდეა რის გამოც შეიკრიბა ოპოზიცია იყო რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრები და ასევე საარჩევნო სისტემის სრული რეორგანიზაცია. შესაბამისად, საარჩევნო სისტემის სრულყოფას ჯერ ვერ ვხედავთ. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ვგულისხმობ ოპოზიციას,  თავი შეიკავოს ერთმანეთის მიმართ თავდასხმისგან. არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის საფუძველი არსებობს ამისათვის. ყველას უნდა გამოიჩინოს მოთმინება და გააანალიზონ, რომ ერთმანეთზე თავდასხმა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ საერთო საქმის გაკეთება," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 



კომენტარები:

ფართი შოპი