საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ინსტიტუციური მრჩეველი დააჯილდოვა

09 Dec 2020 21:35

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის ინსტიტუციური მრჩეველი, დენიელ ჯუდი მედლით „ღირსეული პარტნიორი" დააჯილდოვა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. აშშ-ის მრჩეველმა უწყებრივი ჯილდო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებაში და აშშ-საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მიიღო.


დენიელ ჯუდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად 2018 წლის აპრილიდან 2020 წლის დეკემბრამდე იყო მოვლენილი. მას ამ პოზიციაზე რობერტ ჰამილტონი ჩაანაცვლებს.



კომენტარები:

ფართი შოპი