გიორგი ვაშაძე - ვიდრე შეთანხმება არ შედგება, პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ

09 Dec 2020 22:50

ვიდრე მოლაპარაკების რესურსი არსებობს, ვფიქრობ, რომ განცხადებასთან დაკავშირებით არ უნდა იჩქაროს ოპოზიციამ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის“ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, საპარლამენტო უმრავლესობა ყველა იმ დეპუტატს შეუწყვეტს უფლებამოსილებას, რომელიც მათ განცხადებით მიმართავს.


მისივე განმარტებით, ამ თემასთან დაკავშირებით მსჯელობა ოპოზიციას დღევანდელ შეხვედრაზე ექნება.


ამასთანავე, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით ხვალ დაახლოებით, 11:00 საათზე ელჩების მოდერატორობით ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართება.


„ამაზე ჩვენ გვექნება დღეს მსჯელობა და საბოლოო პოზიციაზე, რაზეც ჩამოვყალიბდებით, ამ პოზიციას გაგაცნობთ.


ხვალ 11:00 საათზე, სავარაუდოდ, იქნება შეხვედრა დიპლომატიიური კორპუსის მედიაციით, სადაც იმედი მაქვს, რომ რაღაც საკითხებზე შეთანხმება შედგება.


სანამ შეთანხმება არ შედგება, ჩვენ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ. დანარჩენ საკითხთან დაკავშირებით, როცა ვიმსჯელებთ, აქედან გამომდინარე გვექნება გადაწყვეტილება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა დეპუტატს შეუწყდება უფლებამოსილება, რომელიც განცხადებით მიმართავს, მაგრამ დაფინანსებასა და სხვა პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან.



კომენტარები:

ფართი შოპი