თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გამთენიისას მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი მოკლა.მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.