"იმ მისამართების სია გაგიკეთეთ, სადაც უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების რიგებს ნახავთ!"- თეონა ჭალიძე ელისო ბოლქვაძეს მიმართავს

14 Dec 2020 03:18

"სტრატეგია" აღმაშენებლის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თეონა ჭალიძე სოციალური ქსელის მეშვეობით პარლამენტის წევრს, ელისო ბოლქვაძეს მიმართავს:


"ელისო, გაგიკეთეთ სია იმ მისამართებისა სადაც უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების რიგებს ნახავთ! იქ რომ მიხვალთ თვალებიდან თმა გადაიწიეთ, რომ კარგად დაინახოთ რეალობა. შუშის ,,ბანკების" ხმასაც გაიგებთ მუქი ფერის ჩანთებიდან. ხო, ეგ ჭურჭელი და მაიონეზის პლასტმასის ყუთები დააქვთ, ძირითადად, უფასო სასადილოებში მიმავალ ადამიანებს საჭმლის ჩასასხმელად, რომელსაც მათთვის სახელმწიფო იმეტებს და 1 ლარი და 30 თეთრი უჯდება ერთი ბენეფიციარის გამოკვება. იმ მარკეტებში თქვენ რომ დადიხართ და რიგებს ხედავთ ამ ფასად იყიდით რამეს? ალბათ, მხოლოდ პარკს, რაშიც ნაყიდ პროდუქტს ალაგებთ. მაგ მარკეტებისგან განსხვავებით, უფასო სასადილოებთან რიგებში ბავშვებსაც ბევრს ნახავთ. ეს ყველაფერი არ იცით და არც გაგიგონიათ? არ მიკვირს. იმიტომ რომ თქვენ ,,პარლამენტში" ხალხის კი არა, ბიძინას წარმოადგენთ მხოლოდ. აბა გელოდებით.


აი უფასო სასადილოების მისამართების ნაწილი: 


ლილოს დასახლება, ჭირნახულის 18,  მესამე მასივი 1 კვარტალი კ ,,ვ", ქინძმარაულის 5, აეროპორტის დას.. სანშიაშვილი 18, ჭიჭინაძის ქ.1 კ4, გუმათჰესის 17, ორთაჭალის 36, ზემო ფონიჭალა კორპ 22, ჩიტაიას 14ა, ლიბანის 31, ი. ვეკუას 22, ჩკალოვის ქ. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი. 


პ.ს: წამოგყვებით რომ არ დაიკარგოთ 591051601 


საქართველოს პარლამენტი ელისო ბოლქვაძეს  გადაეცით დამიკავშირდეს"- წერს ჭალიძე. 




კომენტარები:

ფართი შოპი