შობისა და ახალი წლის დღესასწაულებზე გერმანიის ეკლესიებში რელიგიური დღესასწაულების დროს მაქსიმალურად შეიზღუდება დამსწრეთა რაოდენობა

14 Dec 2020 03:26

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო გერმანიაში ახალი შეზღუდვები დაწესდება. გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, 16 დეკემბრიდან ქვეყანაში მაღაზიების დიდი ნაწილი, სკოლები და საბავშვო ბაღები დაიხურება. შობისა და ახალი წლის დღესასწაულებზე გერმანიის ეკლესიებში რელიგიური დღესასწაულების დროს მაქსიმალურად შეიზღუდება დამსწრეთა რაოდენობა. აღნიშნული შეზღუდვები ძალაში 10 იანვრის ჩათვლით იქნება.


მერკელმა ასევე განაცხადა, რომ იმ მშობლებს, რომლებსაც სახლში მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ შეეძლებათ ანაზღაურებადი შვებულება მოითხოვონ.


გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 200 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 321 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.


პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 1,320,716 შემთხვევა გამოვლინდა, 21,787 ადამიანი კი გარდაიცვალა.



კომენტარები:

ფართი შოპი