გიორგი გახარია მიზნობრივი სოციალური დახმარების მე-4 ტალღაზე - უკვე მიღებულია 65 000-ზე მეტი განაცხადი, რომლიდანაც 54 000 დაკმაყოფილებულია და ახალ წლამდე, ყველა განაცხადს, რომელიც მიღებული იქნება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, დავაკმაყოფილებთ

18 Dec 2020 05:10

28 ნოემბერს დაწყებული მიზნობრივი შეზღუდვების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა მე-4 ტალღა მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის, დახმარების, ვგულისხმობ ერთჯერად, 300 ლარიან დახმარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, უკვე მიღებულია 65 000-ზე მეტი განაცხადი, რომლიდანაც 54 000 განაცხადი უკვე დაკმაყოფილებულია და ახალ წლამდე, ყველა განაცხადი, რომელიც  მიღებული იქნება მოქალაქეების მხრიდან, დაკმაყოფილდება.


“28 ნოემბერს დაწყებული მიზნობრივი შეზღუდვების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა მე-4 ტალღა მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის, დახმარების, ვგულისხმობ ერთჯერად, 300 ლარიან დახმარებას. დღეის მდგომარეობით, უკვე მიღებულია 65 000-ზე მეტი განაცხადი, რომლიდანაც 54 000 განაცხადი უკვე დაკმაყოფილებულია და რა თქმა უნდა, ჩვენ, ახალ წლამდე, ყველა განაცხადს, რომელიც  მიღებული იქნება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, დავაკმაყოფილებთ”, -  განაცხადა პრემიერმა.




კომენტარები:

ფართი შოპი