საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს და უცხოეთში მოღვაწე ექიმებს შეხვდა

19 Dec 2020 04:39

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველ ექიმებსა და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში უანგაროდ, პირადი თავგანწირვის ფასად გვერდში უდგანან უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მიგრანტებს.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქართული ემიგრაცია ინარჩუნებს ქართულ იდენტობას, ეწევა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას და სამშობლოს, საკუთარ ხალხს და ოჯახებს საქართველოს ფარგლებს გარეთაც ემსახურება. არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს სახელმწიფო დაიცავს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესებს, განამტკიცებს სამშობლოსთან მათ კავშირებს და ხელს შეუწყობს მათი კულტურული და საგანმანათლებლო კერების განვითარებას.

 

შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე და ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით კაჭარავა.




კომენტარები:

ფართი შოპი