თეა ადუაშვილი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავის საკუთრებაში არსებულ კომერციულ ფართს მცირე მეწარმეს (ან მეწარმეებს) უსასყიდლოდ გადასცემს

23 Dec 2020 03:12

"საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის" პრეზიდენტი, თეა ადუაშვილი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თავის საკუთრებაში არსებულ გარემონტებულ კომერციულ ფართს მცირე მეწარმეებს უსასყიდლოდ გადასცემს. აღნიშნულის შესახებ ადუაშვილი 'ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩემს საკუთრებაში, ისანში,  გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, რესტორან ასტორიასთან მდებარე 75 კვ.მ. გარემონტებულ კომერციულ ფართს ვთავაზობ მცირე მეწარმეს ან რამოდენიმე მეწარმეს ერთად, რომელთაც კვლავ ეზღუდებათ მუშაობის უფლება, უსასყიდლოდ გადავცემ ფართს, ვინაიდან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მათ შესძლონ მუშაობა! 


ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მეწარმეთა მხარდაჭერა!"- წერს თეა ადუაშვილი. 




კომენტარები:

ფართი შოპი