შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა - ამოღებულია ნახევარ კილომდე ნარკოტიკი „ალფა პვპ“

28 Dec 2020 01:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის

თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების

შედეგად, 1981 წელს დაბადებული ს.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მოსამართლის

განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.


დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის

შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები: ნახევარ კილომდე "ალფა

პვპ," ასევე, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება

ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალება “ალფა

პვპ”-ს, შენიღბვის მიზნით, ქალის კოსმეტიკური საშუალებების კოლოფებში

ინახავდა.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6

ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.






კომენტარები:

ფართი შოპი