ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 1 097 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 208 პირი

28 Dec 2020 01:46

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  8 394  კვლევა ტესტით, მათ შორის 3 993 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 401 PCR ტესტით.


ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 097 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  221 605-ს.


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 208 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  203 547-მდე.


სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 377 პირი ემსხვერპლა.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 097 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 484 შემთხვევა, აჭარა - 81, იმერეთი - 185, ქვემო ქართლი - 84, შიდა ქართლი - 63, გურია - 26 სამეგრელო - ზემო სვანეთი - 61, კახეთი - 61, მცხეთა-მთიანეთი - 30, სამცხე-ჯავახეთი - 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 655, საიდანაც, 5 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -   2 613, აჭარაში - 541, იმერეთში - 1 108. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 009 პირი, მათ შორის, თბილისში - 505, აჭარაში - 106, იმერეთში - 214. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 441 პირი, მათგან თბილისში - 200, აჭარაში - 84, იმერეთში - 67. 1 393 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 523 - თბილისში, 620 - აჭარაში, 100 - იმერეთში. 8 585 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 420 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 187, აჭარაში - 135, ხოლო იმერეთში - 13.


სულ  6 ოქტომბრიდან - 26 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 974  პირი.


ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 896 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 713 პირი, აჭარაში - 3 451, იმერეთში - 4 858.



კომენტარები:

ფართი შოპი