დაღუპული სამხედროების შვილებს მინისტრის საახალწლო საჩუქრები გადაეცათ

28 Dec 2020 01:51

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის  ინიციატივით, სამხედრო მოსამსახურეებმა 2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ბავშვებმა მინისტრის საჩუქრები მამების მეგობრებისგან მიიღეს. სამხედროები გმირების ოჯახებს სახლებში ესტუმრნენ და iPad-ები, „ჰაიქსის“ ფირმის აქსესუარები და ტკბილეულობა გადასცეს.



კომენტარები:

ფართი შოპი