აგრარულ საკითხთა კომიტეტი დარგობრივი სპეციალიზაციისა და მიმართულებებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევის მიზნით სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ქმნის

29 Dec 2020 00:02

ხვალ, 29 დეკემბერს აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის დარგობრივი სპეციალიზაციისა და მიმართულებებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევის  მიზნით, პარლამენტის უფლებამოსილების ვადით, კომიტეტის გადაწყვეტილებით  იქმნება  სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შემადგენლობაშიც წარმოდგენილი იქნებიან  კომიტეტის საქმიანობის მიმართულებით დარგის კომპეტენტური სპეციალისტები. აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო პორტალ "მხარეს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.                                

 

როგორც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის მიზანია  საბჭოს წევრების ცოდნის, პროფესიული გამოცდილებისა და ინტელექტუალური პოტენციალის გათვალისწინებით, რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება, აგრარულ საკითხთა კომიტეტში განსახილველი საკითხების თაობაზე.             

 

როგორც ცნობილია, სამეცნიერო- საკონსულტაციო საბჭოს წევრობის კანდიდატებად წარდგენილი არიან: 

 

1.         ბექა გონაშვილი

2.         გოდერძი გოდერძისშვილი 

3.         გურამ ალექსიძე 

4.         ვლადიმერ ისახანაშვილი

5.         თამაზ დონდუა

6.         თამაზ კუნჭულია 

7.         ლევან სილაგავა 

8.         ლევან უჯმაჯურიძე 

9.         მერაბ ჭითანავა

10.       ნინო ზამბახიძე

11.       ნოდარ ჭითანავა 

12.       რატი კოჭლამაზაშვილი

13.       რუსუდან გიგაშვილი 

14.       ქეთევან კვიჭიძე



კომენტარები:

ფართი შოპი