"ბედნიერი ვარ, რომ ბავშვები ახალ წელს, ახალი ნაძვის ხით, ამაღლებული განწყობით და კვლავ კეთილი სურვილებით შეხვდებიან"- გოჩა ენუქიძემ მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა

29 Dec 2020 00:10

რაჭა-ლეჩხუმ სავნეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ, მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა.



დეპუტატის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, მან სოციალური ქსელის საშუალებით, პატარა გოგონას, ქრისტინე აფაქიძის შესახებ შეიტყო, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და სურდა ნაძვის ხე, საკუთარ ოჯახში საახალწლო განწყობის შესაქმნელად.



გოჩა ენუქიძე სოფელ ლესემაში, ქრისტინას და მის ოჯახს პირადად ესტუმრა.


ნაძვის ხე, საახალწლო დეკორაციები და ტკბილეულობა მიუტანა და დამდეგი 2021 წელი საუკეთესო სურვილებით მივულოცა.


„ბავშვებს ყველაზე გულწრფელად და ყველაზე მეტად უხარიათ ახალი წელი, ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ ბავშვები ახალ წელს, ახალი ნაძვის ხით, ამაღლებული განწყობით და კვლავ კეთილი სურვილებით შეხვდებიან.“-აცხადებს გოჩა ენუქიძე.



კომენტარები:

ფართი შოპი