ლანა გალდავა: დასავლეთისკენ უნდა გვქონდეს მიმართული ხედვა, რომ შავი ზღვა არ გახდეს რუსული ტბა

30 Dec 2020 07:02

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ლანა გალდავა იან კელის ინტერვიუს აფასებს. როგორც გალდავამ  აღნიშნა,  იან კელის განცხადება მრავალმხრივი და საინტერესო იყო, რომელიც შეიძლება განვიხილოთ რამდენიმე მიმართულებით. 


“აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ხედვა, ჰელსინკის აქტის პრინციპების გათვალისწინების აუცილებლობა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში, სამხრეთ კავკასიაში არსებული რეგიონული პოლიტიკური ტენდენციები და ე. წ. კავკასიური პლატფორმა, საქართველოს სავალდებულო აქტიურობა და დატვირთული დღის წესრიგი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხის და საქართველოში აშშ-ის სამხედრო ჩართულობის გასაძლიერებლად. იან კელის ინტერვიუმ კიდევ ერთხელ ცხადყო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ. ასევე გამოთქვა იმედოვნება, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში იქნება მეტი ჩართულობა პოლიტიკურ დონეზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, თეთრი სახლის და თავდაცვის დეპარტამენტის მხრიდან. ის ფაქტი, რომ იან კელი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ახალ ფოკუსად მიიჩნევს ალიანსების და პარტნიორობების აღდგენას, არის გამოწვევა საქართველოსთვის, რომ საქართველომ დაადასტუროს ევროატლანტიკური მისწრაფება და შეინარჩუნოს რეგიონული ფოკუსი ვაშინგტონისთვის,”-განაცხადა გალდავამ. 



“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, იან კელიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რამდენად მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ანგარიშვალდებული დემოკრატიული მმართველობა ერთობლივი უსაფრთხოებისთვის.



“აქცენტირება სამხრეთ კავკასიაში არსებულ ტენდენციაზე მასზედ, რომ ,,გაძევებულ იქნეს დასავლეთი რეგიონიდან” იძლევა შეშფოთების საფუძველს, რადგან საქართველო უნდა მოერიდოს ისეთ ფორმატებს, რაც შამცირებს დასავლეთის როლს, ხელს შეუშლის დასავლეთთან ინტეგრირებას და ცხადია, არ იქნება თავსებადი ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებთან. ეს უკანასკნელი კი არის საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია.


იან კელიმ ხაზგასმით აღნიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხის მნიშვნელობა, რომლის გასაძლიერებლად დიდი სამუშაოა გასაწევი შავი ზღვის ქვეყნებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით და მოგვცა კიდეც რჩევა ქართული დიპლომატიის გასააქტიურებლად ზემოაღნიშნული მიმართულებით, რომ წინ აღვუდგეთ რუსეთის ტენდენციას, ,,შავი ზღვა გახდეს რუსული ტბა” და პირიქით, სწორედ საქართველომ უმასპინძლოს ნატოს და ევროკავშირის პროექტებს შავი ზღვის საკითხზე, გახდეს საზღვაო ჰაბი ევროპული და ამერიკული თანამშრომლობისთვის. დაბოლოს, იმისთვის, რომ საქართველო იხედებოდეს დასავლეთისკენ და არა ჩრდილოეთისკენ,  საჭიროა მოქმედება, საქართველოს აქტიურობა საკითხების მიმართ, ინიციატივების გაჟღერება და არა ლოდინი, რომ სხვა ქვეყნები დაინახავენ საქართველოს მიმზიდველობას,”-აღნიშნა გალდავამ.



კომენტარები:

ფართი შოპი