ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 342 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 981 პირი

02 Jan 2021 17:56

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  3 288   კვლევა ტესტით, მათ შორის 1 449 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 839 PCR ტესტით.


ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 342 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  228 752-ს.


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 981  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  217 973-მდე.


სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 572 პირი ემსხვერპლა.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 342 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 183 შემთხვევა, აჭარა - 20, იმერეთი - 42, ქვემო ქართლი - 17, შიდა ქართლი - 7, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30, კახეთი - 28, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 181, საიდანაც, 4 320 დამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -   2 085, აჭარაში - 369, იმერეთში - 800. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში - 398, აჭარაში - 91, იმერეთში - 228. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი, მათგან თბილისში - 180, აჭარაში - 24, იმერეთში - 42. 857 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 241 - თბილისში, 457 - აჭარაში, 53 - იმერეთში. 3 004 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 140, აჭარაში - 56, ხოლო იმერეთში - 68.


სულ  6 ოქტომბრიდან - 1-ლი იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 142  პირი.


ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 876 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 652 პირი, აჭარაში - 2 338, იმერეთში - 3 173.




კომენტარები:

ფართი შოპი