საფრანგეთში, უკანონო წვეულებაზე, რომელშიც 2 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

02 Jan 2021 18:27

საფრანგეთში, უკანონო წვეულებაზე, რომელშიც, საერთო ჯამში, 2 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.


გამოცემის ცნობით, წვეულება, რომელიც ბრეტანში ერთ-ერთ საწყობში ხუთშაბათს დაიწყო, ახლაც გრძელდება.


სამართალდამცავები შეკრებილების დაშლას შეეცადნენ, თუმცა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, პოლიციას სხვადასხვა საგნები დაუშინეს და ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი დაპირისპირების შედეგად სულ მცირე სამი სამართალდამცავი დაშავდა.


ადგილობრივი პოლიციის ცნობით, წვეულების მონაწილეებს პირებს შორის გაერთიანებული სამეფოსა და ესპანეთის მოქალაქეებიც არიან.


საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების მიზნით მკაცრის შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორის ე.წ. „ღამის კომენდანტის საათი“, რომელიც მოქალაქეებს 20:00-დან 06:00 საათამდე სახლებიდან გასვლას უკრძალავს.


ცნობისათვის, პანდემიის დაწყების დროიდან საფრანგეთში კორონავირუსის 2.6 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 64 892 ადამიანი.



კომენტარები:

ფართი შოპი