დროის ათვლა მიდის, თუ როდის მოვა გონს ივანიშვილი და მისი გარემოცვა, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნონ, როგორც ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან - ბოკერია

12 Jan 2021 01:26

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან ოპოზიციას მოუწოდა შევიდეს პარლამენტში და მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო საგამოძიებო კომისის  მუშაობაში არჩევნების შედეგების გადათვლასთან დაკავშირებით.


ბოკერიას თქმით, კობახიძის ეს განცხადება არის მორიგი უტიფარი სისულელე, რომელსაც არავინ არ მიიღებს ადეკვატურად.


ბოკერიამ აღნიშნა, წინა არჩევნებთან შედარებით ასჯერ დიდი იყო ამ არჩევნებზე იმ უბნების რაოდენობა, სადაც  ჩაყრილი იყო ბიულეტენები და 4-ჯერ მეტი იყო კარუსელის მასშტაბი, რამაც საბოლოდ მოახდინა არჩევნების შედეგების იმ დონეზე გაყალბება, რამაც შეცვალა ხალხის ნება.


ბოკერიას თქმით, იმ უბნებშიც კი, სადაც არსებობდა ბიულეტენების ჩაყრის ვიდეო კადრები, არათუ არავინ არ დაისაჯა, არამედ შედეგები არც კი გაბათილებულა.


ბოკერიამ აღნიშნა, რომ ახლა მიდის დროის ათვლა, თუ როდის მოვა გონს ივანიშვილი და მისი გარემოცვა და მიხვდება, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ვადამდელი ნორმალური არჩევნებია, რასაც თან ერთვის საარჩევნო ადმინისტრაციისა და წესების ცვლილება და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება.


„ეს უტიფარი სისულელე უკვე მერამდენედ გვესმის, ამას არავინ არ ჭამს, ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ვადამდელი ნორმალური არჩევნები, ან პლებისციტი, კონკრეტული თარიღით და კითხვით ჩვენი მოქალაქეებისადმი და ამ ყველაფრის პარალელურად უნდა მოხდეს პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციისა და წესების ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც ჩვენ წარდგენილი გვაქვს და ბუნებრივია, ეს ყველამ იცის და ჩვენ დიდი ხანია ნათქვამი გვაქვს მკაფიოდ, რომ ჩაყრით, ხმის კონტროლით და კარუსელით მოხდა ძირითადად არჩევნების გაყალბება და ამას უშველის მხოლოდ ახალი არჩევნები, სხვა ინსტრუმენტი აქ არ არსებობს, რომ ვიღაცამ დაწეროს ახალი ციფრები, ასეთი რამ არ არსებობს.


თვითონ ცესკოს ფორმალურად ოფიციალური მონაცემებია მთავარი მტკიცებულება, თუ რამხელა ნახტომი მოხდა ჩაყრილი უბნების რაოდენობაში და ხმის კონტროლის, კარუსელით გაკეთებული უბნების რაოდენობაში წინა, ცუდი არჩევნებიდან. ასჯერ მეტია ჩაყრილი უბნები და 4-ჯერ მეტია ხმის კარუსელები და მასშტაბის მეტნაკლებად გამოთვლაც შეიძლება, თუ რა მასშტაბის ხმებზე მოახდნა მან გავლენა.


ეს ყველაფერი დამთავრებული ამბავია, ეხლა უბრალოდ დროის ათვლა მიდის, თუ როდის მოვა გონს ივანიშვილი და მისი მთელი ეს გარემოცვა, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნონ, როგორც ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან.


ყველაზე მკაფიო მტკიცებულება, ოღონდ ირიბი, სამართლებრივი თვალსაზრისით არის ყველა ის ფაქტი, სადაც ვიდეო მტკიცებულებაც კი არსებობს ჩაყრის და რომელზეც არათუ გამოძიება არ არის დაწყებული და ვინმე დაკავებული არ არის , არამედ ის შედეგებიც ჩათვლილია. ეს არის სიმპტომი იმის, როდესაც სისტემური გაყალბება ხდება.“ - განაცხადა ბოკერიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი