საქართველოს პრეზიდენტი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გრემისხევს ესტუმრა

15 Jan 2021 02:20

საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დღეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გრემისხევში მიქელიანის საჯარო სკოლას ეწვია.


პრეზიდენტმა, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სკოლის ეზოში დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და ბავშვებსა და მასწავლებლებს დროშის დღე მიულოცა.


დღესვე პრეზიდენტმა სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამყოფი ხაზის მიმდებარე 58 სოფლის 63 საჯარო სკოლას საჩუქრად სახელმწიფო დროშა გაუგზავნა.



კომენტარები:

ფართი შოპი