როგორ დავაინტერესოთ ბავშვები ონლაინ აქტივობებით? - დისტანციური სწავლების ადაპტაციის ხელშეწყობის პროექტი, "100 მოხალისე მენტორი" დაიწყო

15 Jan 2021 03:06

დისტანციური სწავლების ადაპტაციის  ხელშეწყობის პროექტი, "100 მოხალისე მენტორი", რომელსაც ააიპ „სოციალური სივრცე“ მოხალისე მენტორებთან ერთად ახორციელებს, მიმდინარე წლის 8 იანვარს დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 6-დან 12 წლის ასაკის ბავშვებს. აქტივობების ხანგრძლივობა ონლაინ პლატფორმების საშუალებით 45 წუთიდან 1 საათამდე გაგრძელდება.


რას გულისხმობს პროექტი "100 მოხალისე მენტორი" და როგორ დავარეგისტრიროთ ბავშვები პროექტში? საინფორმაციო პორტალ "მხარეს"  ააიპ  "სოციალური სივრცის" თანადამფუძნებელი მანო პაჭკორია ესაუბრა:


"პანდემიის   გავრცელებამ  სრულიად ახალი რეალობა შექმნა ჩვენს ირგვლივ, სადაც  ცოცხალი ურთიერთობები და სწავლების პროცესი  დისტანციურმა  რეჟიმმა ჩაანაცვლა. როგორ მივაჩვიოთ ბავშვები დისტანციურ რეჟიმში სწავლებას? როგორ დავაინტერესოთ ისინი ონლაინ აქტივობებით? როგორ ჩავანაცვლოთ გაჯეტებთან გატარებული დრო შემეცნებით პროცესად? ეს  ის კითხვებია, რომელიც აწუხებს  ყველა მშობელს  და მასწავლებელს.



 

ამ პრობლემაზე საპასუხოდ მოვიწვიეთ სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები მასშტაბურ პროექტში „100 მოხალისე მენტორი“, სადაც ბავშვების მხარდასაჭერად უამრავი შემეცნებითი აქტივობა დაიგეგმა. ეს არის დისტანციური სწავლების ადაპტაციის  ხელშეწყობის პროექტი, რომელსაც ააიპ „სოციალური სივრცე“ მოხალისე მენტორებთან ერთად  განახორციელებს. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 6-დან 12 წლის ასაკის ბავშვებს.  აქტივობების ხანგრძლივობა ონლაინ პლატფორმების საშუალებით 45 წუთიდან 1 საათამდე გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში, თითოეული აქტივობა  მიმართული იქნება მოსწავლეების წახალისების, არაფორმალური ცოდნის მიღებისა და ემოციური განვითარებისაკენ. ამასთან ერთად აქტივობებში ჩართული ბავშვები შეიძენენ მეგობრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, გაიცნობენ ემიგრაციაში მყოფ ქართველ თანატოლებს, გაუზიარებენ ერთმანეთს თავიანთ ისტორიებს და შეიმსუბუქებენ  პანდემიით გამოწვეულ იზოლაციას.

ჩვენ დაგეხმარებით  სწავლების პროცესი იყოს უფრო ხალისიანი. 100 მენტორი მზად არის ხელი შეუწყოს თქვენს შვილებს პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში. 


რეგისტრაციის გასავლელად მიჰყევით სარეგისტრაციო ბმულს:  https://bit.ly/3aiWvjQ"-
გვითხრა მანო პაჭკორიამ. 


ავტორი: საინფორმაციო პორტალი "მხარე"

კომენტარები:

ფართი შოპი