გიორგი გახარია - დაიწყო განაცხადების მიღება მოქალაქეებისგან, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ეპიდემიის მე-2 ტალღის შედეგად; 28 იანვრიდან დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა

15 Jan 2021 22:51

ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

 

პრემიერის თქმით, უკვე დაიწყო განაცხადების მიღება მოქალაქეებისგან, რომლებმაც, სამწუხაროდ, დაკარგეს სამსახური,  ეპიდემიის მე-2 ტალღის შედეგად.

 

„ 28 იანვრიდან დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა. ეს გახლავთ 1200 ლარი 6 თვის განმავლობაში. მე მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს ეს განაცხადი. დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალებზე ატვირთულია 45 000 ასეთი განაცხადი“, -  აღნიშნა გიორგი გახარიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი