ივანიშვილი ცდილობს გაემიჯნოს იმ პასუხისმგებლობას, რაც მას ეკისრება დღეს არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა სახის კრიზისების გამო - თარხნიშვილი

15 Jan 2021 22:58

ევროპული საქართელოს წევრი, ლევან თარხნიშვილი, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.


თარხნიშვილის თქმით, ივანიშვილი ცდილობს გაემიჯნოს იმ პასუხისმგებლობას, რაც მას ეკისრება მძიმე სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისის გამო.


თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ ქართულ ოცნებაში გაუჭირდებათ ერთიანობის შენარჩუნება და დიდი ბრძოლა გაიმართება პირველობაზე კალაძეს, გახარიასა და კობახიძეს შორის.


“აქ ორი რამაა მნიშვნელოვანი, პირველი ის, თუ რატომ გადადგა ბიძინა ივანიშვილი. ჩემი ღრმა რწმენით, ის ცდილობს გაემიჯნოს  იმ პასუხისმგებლობას, რაც მას ეკისრება დღეს არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა სახის კრიზისების გამო, ხოლო მეორე ის, თუ როგორ განაგრძობს ცხოვრებას ქართული ოცნება და აქ ჩემი ღრმა რწმენით, მათ საკმაოდ გაუჭირდებათ ერთიანობისა და ერთსულოვნების შენარჩუნება.


ამ ადამიანებს არასოდეს არაფერი იდეოლოგიური არ აერთიანებდათ, ერთადერთი რაც აერთიანებდათ იყო ხელისუფლებაში ყოფნის და ბიძინა ივანიშვილის ქვეშ ყოფნის სურვილი. ახლა პირველობაზე დიდი ბრძოლა გაიმართება, იგივე კალაძე, იგივე კობახიძე, იგივე გახარია, თუმცა დღეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი იქნება საქართველოს მომავალი, ვიდრე ამ ადამიანების ბედი.იმისთის, რომ ჩენ განვითარების რელსებზე დავბრუნდეთ, სასწრაფოდ უნდა მივაღწიოთ რიგგარეშე არჩევნებს, რადგან სწორედ რიგგარეშე არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი არსებული კრიზისიდან, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ შეგვიყვანა.“ - განაცხადა თარხნიშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი