უგულავა თალაკვაძეს: შეუძლია შეწყვიტონ უფლებამოსილება და  გააფორმონ ერთპარტიული პარლამენტი, შესაბამისად, ორი ალუბალივით ედებათ  ინჯია და ელისაშვილი -

25 Jan 2021 02:31

„რჩება ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკუთარ გადაწვეტილებებს და მოლაპარაკებების პირობებს გადახედონ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ“ - არჩილ თალაკვაძის ამ განცხადებას ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა პასუხობს.


უგულავას თქმით, 51 დეპუტატმა უკვე მიმართა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ამრიგად საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩამოყალიბებულია, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და მისი ლეგიტიმაცია მორღვეულია როგორც ოპოზიციური, ისე ქართული ოცნების ამომრჩევლისაგან, მას შემდეგ, რაც  „გაურკვეველი მიზეზებით სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი“.


 „51 დეპუტატმა უკვე მოგმართათ დეკემბრის ბოლოს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ასე, რომ უდიდესი უმრავლესობა ქართული ოპოზიციის, ისევე როგორც მთლიანად საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩამოყალიბებულია მაზე, რომ ეს არის ერთპარტიული,მიტაცებული პარლამენტი, ძალაუფოება მიტაცებულია, პარლამენტი არალეგიტიმურია და მისი ლეგიტიმაცია მორღვეულია ოპოზიციის ფლანგიდან და ოპოზიციური ამომრჩევლიდან, ისევე როგორც მორღვეულია უკვე ქართული ოცნების ამომრჩევლისგან, მას შემდეგ რაც გაურკვეველი მიზეზებით სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა მათი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი.


ამიტომ, საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებზე, როდის შეიძლება ჩაინიშნოს, როდის შეიძლება იყოს ქვეყნისთის ოპტიმალური, ეს რათქმაუნდა უნდა იყოს საუბრის თემა, მეორე საუბრის თემა არის პლიტპატიმრები, პოლიტპატიმრების პირობებში არჩევნების ჩატარება ყოველთის იქნება სათუო და კითხვის ნიშნების შემცველი, მესამე, საარჩევნო რეფორმა, რომელზეც როგორც ჩვენ მოვისმინეთ ნაწილობრივ მაინც ქართული ოცნება, ჩვენს გარეშეც ვალდებულია გააკეთოს, ამიტომ ნურავინ ამ ვალდებულებას მათ მიღწევად ნუ წარმოაჩენს.


ეს არის საკითხები, რომლებზეც  ჩვენ მზად ვართ მათ ვესაუბროთ, ექნებათ სურვილი ვისაუბრებთ, არ ექნებათ სურვილი და მათი ქმედებაა დარჩენილი,  შეუძლია შეწყვიტონ უფლებამოსილება და ოფიციალურად გააფორმონ ერთპარტიული პარლამენტი და შესაბამისად,ორი  ალუბალივით ედებათ   ინჯია და ელისაშვილი.



კომენტარები:

ფართი შოპი