2021 წლის საუკეთესო ნოუთბუქები

25 Jan 2021 15:29

დღევანდელ რეალობაში, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში, ყველა ქმედება გაციფრულებულია. სწავლა, მუშაობა, გართობა, უკვე ყველაფრისთვის გვჭირდება შესაფერისი გაჯეტი თუ მოწყობილობა, რომელიც ერთდროულად ტექნიკურად საუკეთესო იქნება და პარალელურად მოსახერხებელიც. პერსონალური კომპიუტერები ყოველდღიური მოხმარებისთვის ნაკლებ კომფორტულია, შესაბამისად მოთხოვნა ნოოუთბუქებზე დღითი-დღე იზრდება და იზრდება მათი მონაცემებიც.


დღესდღეისობით ბაზარზე ბევრი ნოუთბუქი და ძალიან დიდი არჩევანია. შეგიძლიათ უკვე საკუთარი ცხოვრების სტილისა და ჰობიდან გამომდინარე აირჩიოთ სასრველი ლეპტოპი. თუ გეიმერი ხართ საოფისე სამუშაოსთვის შექმნილი ლეპტოპი ნაკლებ დამაკმაყოფილებელი იქნება, ხოლო თუკი თქვენი ნოუთბუქთან ურთიერთობა მხოლოდ საქმიანი სახით შემოიფარგლება, არ დაგჭირდებათ გეიმინგისთვის განკუთვნილი მონაცემები, რაც რა თქმა უნდა, შესაბამის ფასში გადაითარგმნება ხოლმე. სტატიაში გაგაცნობთ 2021 წლის საუკეთესო ნოუთბუქებს.


Dell XPS 13

აღნიშნული ნოუთბუქი საუკეთესოა დღესდღეისობით, რომლის შეძენაც ნამდვილად ღირს. მე-11 თაობის Intel Core i7 პროცესორითა და ინტეგრირებული Intel Iris Xe გრაფიკა ნამდვილად დაგაინტერესებთ, 1080p ვერსია კი იდეალურია როგორც ოფისისთვის, ასევე ნაკლებად დატვირთვადი თამაშებისთვისა და მსუბუქი კონტენტისთვის. ასევე, საუკეთესო ვარიანტია ვიდეოებისა და ფილმების სანახავად. ასევე, ძალიან თხელი და მსუბუქი დიზაინი კომფორტულია თუ მისი ტარება გიწევთ.


Apple MacBook Pro(13-inch, M1)

ეფლის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი, რომელმაც მალევე მიიქცია ყურადღება. ARM-based 5 ნანომეტრის ჩიპში მოთავსებული 16 მილიარდი ტრანზისტორი ისაა, რაც აქამდე კომპანიებს არ გამოუყენებიათ ერთ ჩიპში. ინტეგრირებული გრაფიკა, მეხსიერების ერთიანი არქიტექტურა, ეფლის ნეირონული ძრავი, გაუმჯობესებული პროცესორი გამოსახულებისთვის და ეფლისვე ე.წ. Secure Enclave სწორედ ის დეტალებია, რაც უნიკალურს ხდის მას. ასევე, აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მოდელებს გაძლიერებული ელემენტი აქვს, რაც საკმაოდ დიდი ნაბიჯია ეფლის მხრიდან.


Acer Swift 3 (2020, AMD Ryzen 7 4700U)

აღნიშნული მოდელი საკმაოდ შესანიშნავი მონაცემებით იწონებს თავს. AMD Ryzen 7 4700U-ის პროცესორითა და Radeon Graphics-ით ნამდვილად ღირს დაფიქრებად და თუ მის ფასს გავითვალისწინებთ, საკმაოდ სასურველიც კი იქნება. ელემენტი გაძლიერებულია ამ მოდელში და შეუძლია 11 საათამდეც კი გაძლოს, კლავიატურა კი საკმაოდ კომფორტულადაა გამოყენებული.


MacBook Pro (16-inch, 2019)

მიუხედავად რომ უკვე ერთ წელზე მეტია, რაც აღნიშნული მოდელი ბაზარზეა, მაინც არ კარგავს აქტუალურობას და დღესაც ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. განსაკუთრებით მათთვის იქნება მოსახერხებელი, ვინც ეფლისგან კომფორტულ კლავიატურას ელოდა. 16 ინჩიანი დისპლეი კი ნათელი და მკვეთრია საკმაოდ თხელი ჩარჩოთი. Core i9 CPU პროცესორი და AMD Radeon 5300M გრაფიკა კი საუკეთესო გამოცდილებას გპირდებათ.


Acer Chromebook Spin 713

ნოუთბუქი საუკეთესო ვარიანტია სტუდენტებისთვისა და მოსაწვლეებისთვის, ვინც ეძებს გამძლე, პორტალურ და შედარებით ბიუჯეტურ ლეპტოპს. განსაკუთრებით სასიამოვნოა მისი კლავიატურა, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვინც ხშირად წერს და უწევს გამოცდისთვის მომზადება. პროცესორი საკმაოდ კარგი აქვს და დისპლეიც შესანიშნავია, ამასთან საკმაოდ გაზრდილი მახსოვრობაც აქვს.


თუ გადაწყვიტეთ შეიძინოთ ან განაახლოთ ნოუთბუქი, პირველ რიგში გაიაზრეთ რისთვის გინდათ, დაახლოებით რა დროის გატარება გიწევთ დღის განმავლობაში, რამდენად ხშირად მოძრაობთ და რამდენად გიწევთ წერა. ასევე, შეხედეთ თქვენს საფულესაც და აუცილებლად გაითვალისწინეთ ბიუჯეტი.



კომენტარები:

ფართი შოპი