ბუღალტერიის მნიშვნელობა კომპანიის ეფექტურად მართვისთვის

25 Jan 2021 16:07

ჩვენი ყოველდღიურობა დატვირთულია სხვადასხვა მრავალფეროვანი მოვლენებისგან, რისი გამომწვევი ფაქტორიც შესაძლოა ჩვენვე ვიყოთ, ან ჩვენგან დამოუკიდებლად ხდებოდეს. თუმცა, შეგვიძლია ამ მოვლენებს ანალიზი გავუკეთოთ და სწორი მიდგომით ჩვენს სასიკეთოთ გამოვიყენოთ. თანამედროვეობაში გვექვს უამრავი ხელსაწყო, რათა გავაკეთოთ კონკრეტული მოვლენის ანალიზი და ამის მიხედვით დავგეგმოთ ჩვენი მომავლის საქმიანობა. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ამისთვის არის ბუღალტერია, რასაც ყოველდღე ვიყენებთ ჩვენს ცხოვრებაში. ჯიბის ფულის გადანაწილებიდან დაწყებული, საკუთარი კომპანიის ფინანსების მართვით დამთავრებული, ყოველი ფინანსური დეტალი დაკავშირებულია ბუღალტერიასთან.


სწორი ბუღალტრული გატარებები კი საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ სად ვართ ახლა, სად შეგვიძლია ვიყოთ ცოტა ხანში და სად გვინდა, რომ ვიყოთ მალე. საკუთარი ხელფასის მართვა და მისი გადანაწილებაც კი ზოგჯერ შესაძლოა გვიჭირდეს, რადგან სრული სურათის დანახვა კონკრეტულ მომენტში არ იყოს შესაძლებელი. წარმოიდგინეთ, ასეთივე მომენტი, როდესაც კომპანიის მფლობელი ხართ და გსურთ ბუღალტერია თქვენვე აწარმოოთ, იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა ამისი არც დრო გქონდეთ და არც საკმარისი ცოდნა. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია მივმართოთ ვინმე ისეთ ადამიანს, ან ადამიანთა ჯგუფს, ვინც დაგვეხმარება სწორი ბუღალტრული გატარებები განახორციელოს, რათა ოპტიმალურად ვაკეთოთ პარალელურად საკუთარი საქმე.


ბუღალტრული გატარებები აუცილებელი პროცესია, რამაც შეიძლება შეგიმციროთ ან მოგიმატოთ გადასახადი და პროფესიონალი ბუღალტერი აუცილებლად გასწავლით ეს სათქვენოდ როგორ გამოიყენოთ. ყველაფერთან ერთად, კი აუცილებელია ბუღალტერს ენდობოდეთ, რადგან ერთ ხარვეზსაც კი შეუძლია თქვენი კომპანიის საფრთხეში ჩაგდება. სანდო ბუღალტერზე, პირველ რიგში, მისი რეპუტაცია მეტყველებს, საქმიდან გამომდინარე კი მისი შედეგებით შეგიძლიათ იმსჯელოთ.


ბუღალტერია ხშირად ასოცირდება მხოლოდ ციფრებთან, თუმცა კარგი ბუღალტერი ამით არ დაკმაყოფილდება და რადგანაც ბუღალტერიის სწორად წარმოება ერთგვარი ხელსაწყოა მენეჯერული თუ სხვა პროცესების ოპტიმიზაციისთვის, ის ეცდება გავლენა მოახდინოს მიმდინარე პროცესებზე და ოპტიმალურად დაგეგმოს სამომავლო გეგმები.


ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გასათვალისწინებელი დეტალია ბუღალტერიის კანონიერ ჩარჩოში წარმოება. თუ კარგად ვერ ერკვევით ბუღალტერიაში და სანდო ადამიანს არ აქვს ჩაბარებული, შეიძლება ძალიან დიდ პრობლემებშიც კი გაეხვეთ. შესაბამისად, სასურველია ბუღალტერიის მოწესრიგებას მეტი ყურადღება დაუთმოთ და გაიღოთ შესაბამისი რესურსი, რათა ეს საკითხი მოწესრიგებული და დალაგებული გქონდეთ.


ამასთანავე, საუკეთესო ვარიანტია, როდესაც რჩევას ბუღალტერს ეკითხებით და თავის მხრივ, კარგია, როდესაც ბუღალტერი მზადაა თქვენს კითხვებს გულისყურით მოეკიდოს და მოვლენების შესაბამისი ანალიზი მოგცეთ.


ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, აუცილებელია აღინიშნოს, რომ თანამედროვე ბაზარზე დანერგილია ბუღალტერიის აუთსორსზე გატანა, რაზეც სულ უფრო იზრდება ინტერესი და უფროდაუფრო მეტი კომპანიები იყენებენ. ასეთ დროს, თქვენ ირჩევთ პარტნიორ საბუღალტრო კომპანიას, რომელიც სრულად იქნება ჩართული თქვენი ბიზნესის პროცესებში და გააკონტროლებს მას, ამასთან მაქსიმალურად სწორ და რელევანტურ ანალიზს მოგცემთ ფინანსურ საკითხებზე.


ბუღალტერია ზოგჯერ მოსაწყენ და რუტინულ საქმიანობად აღიქმება, თუმცა ბაზარზე არსებობენ ბუღალტრული კომპანიები, ვინც ამ სტერეოტიპს ანგრევს და საპასუხოდ ნერგავს ინოვაციურ მოდელს, რაც ეხმარება კომპანიებს სრულად და ამომწურავად მიიღონ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი და ჰქონდეთ მოლოდინი საუკეთესო მომსახურების, რაც დაეხმარებათ ნაკლები საფიქრალი ჰქონდეთ და ბუღალტრული ქაოსი დაალაგონ.



კომენტარები:

ფართი შოპი