ოჯახის შექმნისას იპოთეკური სესხი, როგორც საუკეთესო ალტერნატივა

25 Jan 2021 16:11

ოჯახის შექმნა ბევრ ისეთ პატაეა მოვლენას მოიცავს, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი. გასათვალისწინებელია სულ მცირედი დეტალებიც კი, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გადაწყვეტილებებზე. თუმცა, ყველაზე მთავარი ოჯახის შექმნისას ერთად ცხოვრება და ხშირად ბინის შეძენაა. მართლაც ძალიან დიდი და განსაკუთრებული ნაბიჯის გადადგმა მოგიწევთ, როდესაც ოჯახს ქმნით, რასაც სხვადასხვა ვალდებულებების განაწილება მოსდევს.


ეს მოვლენა ერთ-ერთი ყველაზე დიდია ადამიანის ცხოვრებაში, თუმცა ხშირად საკმარისი ფინანსური რესურსი არ გვაქვს, რათა სასურველი ბინა შევიძინოთ ზედმეტი პასუხისმგებლობის გარეშე. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ იპოთეკური სესხით, რომელიც გრძელვადიანია და საშუალებას მოგცემთ საკუთარი ოჯახი მოიწყოთ. სტატიაში აგიხსნით ზოგადად რა არის იპოთეკური სესხი  და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მისი აღებისას.


პირველ რიგში, არ მიიღოთ გადაწყვეტილება მარტომ, შეუთანხმდით თქვენს მეუღლეს, კარგად გაიარეთ ეს თემა და განიხილეთ რა პასუხისმგებლობას იღებთ. ეს საშუალებას მოგცემთ არამხოლოდ გაიაზროთ ის დეტალები, რასაც შეიძლება ყურადღება არ მიაქციეთ, ასევე, პასუხისმგებლობის გადანაწილებაშიც დაგეხმარებათ. ამასთანავე, ამის შესახებ უთხარით მშობლებსაც და გააცანით თქვენი გადაწყვეტილება. აუცილებლად განიხილეთ სხვადასხვა ბანკების შემოთავაზებები და აირჩიეთ ყველაზე ოპტიმალური და მისაღები. ასევე, გახსოვდეთ, რომ მოლაპარაკება ყოველთვის შესაძლებელია, შეგიძლიათ ბანკსაც შესთავაზოთ თქვენი პირობები, ისე, რომ ორივე მხარე მიხვიდეთ სასურველ და მომგებიან გადაწყვეტილებამდე.


იპოთეკური სესხი გაიცემა უძრავი ქონების უზრუნველყოფის პირობით და წარმოადგენს გრძელვადიან კრედიტს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ დაოჯახებას აპირებთ, გსურთ ცალკე ბინის შეძენა და ამასთანავე მშობლები ხელს გიწყობენ, შეგიძლიათ ისარგებლოთ იპოთეკური სესხის შეთავაზებით, რომლის დროსაც სპეციალური პირობით იღებთ კონკრეტული თანხას განსაზღვრული ვადით, სანაცვლოდ კი უძრავ ქონებას, მაგალითად ბინას, დებთ თავდებში.


აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ იპოთეკური სესხის მთავარი მახასიათებელი, მისი მიზნობრიობაა: კრედიტის აღება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც თქვენი მიზანი უძრავი ქონების შეძენაა. იპოთეკური სესხი საკმაოდ მოსახერხებელია, თუკი მუდმივი შემოსავალი გაქვთ თქვენც და თქვენს მეუღლესაც და შეძლებთ სესხის დაფარვას დადგენილი ხელშეკრულების მიხედვით. თუ უახლოეს მომავალში გადაწყვეტილი გაქვთ იპოთეკური სესხის აღება, მნიშვნელოვანია გაიაზროთ ვალდებულებები, რომლის შესრულებაც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აუცილებლად მოგიწევთ. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ, შემოსავალი რამდენად სტაბილური და გრძელვადიანია, რა რისკების წინაშე შეიძლება დავდგეთ და რა მოხდება გადაუხდელობის შემთხვევაში.


სესხის აღებისას, აუცილებლად გაეცანით სხვადასხვა ბანკების შეთავაზებებს და აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე მისაღები პირობებით. ყურადღება მიაქციეთ სესხის გაცემასთან დაკავშირებულ საკომისიოებს, ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, გადაუხდელობის ან წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში საჯარიმო სანქციებს, სესხის დაფარვის გრაფიკებს და ვადას. კარგად გაეცანით ხელშეკრულების პირობებს, რათა მომავალში რაიმე უზუსტობას არ ჰქონდეს ადგილი და მშვიდად იყოთ.


ოჯახის შექმნისას, თუ ორივე პარტნიორს გაქვთ მუდმივი შემოსავალი, ეს საქმეს კიდევ უფრო ამარტივებს და შესაძლებლობას გაძლებთ ორივემ თქვენი წვლილი შეიტანოთ კრედიტის გადასახადის დაფარვაში. საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა იპოთეკური სესხი და ოჯახის შექმნისას განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიაქციოთ სულ მცირე დეტალებსაც, თუმცა საკმაოდ კომფორტული და მომგებიანია, რადგან ამით ამზადებთ საფუძველს თქვენი ოჯახისთვის.



კომენტარები:

ფართი შოპი