ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

28 Jan 2021 01:27

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც  ეუთოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და მისი გამკლავების გზებზე ისმჯელეს. ეუთოს ეფექტურობის გაზრდის შესახებ დისკუსია დღეს გაიხსნა, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 57 ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.


 „გაიმართა დისკუსია თემაზე თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ეუთოს, როგორც ორგანიზაციის ეფექტურობა. ასევე, ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა შეიძლება ეუთოში შიცვალოს ჰელსინკის აქტიდან 50 წლისთავზე იმისთვის, რომ ორგანიზაცია ახალი გამოწვევებისთვის უფრო ქმედითი გახდეს.  ეუთოს ეფექტურობის გაზრდის შესახებ დისკუსია დღეს გაიხსნა, რომელიც კვლავაც გაგრძელდება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი