"გზა ფართო ყველა ჯურის იდიოტს და მიშას კიდევ - წარმატებები!"

14 Feb 2018 17:51

ნიკა გვარამია, რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი:


-ბევრი ლაპარაკი არ ჭირდება იმას, რომ სააკაშვილი ყველა დროის ყველაზე წარმატებული ქართველი პოლიტიკოსია. და ბევრი ლაპარაკი არ უშველის იმას, რომ ის წარსული გახდეს. არ ვიცნობ არც ერთ ქართველ პოლიტიკოსს, რომელიც უფრო მომავალია, ვიდრე სააკაშვილი. შეიძლება გძულდეს, ყველაფერს აკეთებდე, რომ წარმატებული არ იყოს, მარტივად - ხმას არ აძლევდე არასდროს. კაცია და გუნება. მაგრამ იდიოტიზმამდე არ უნდა მიგიყვანოს ამ სიძულვილმა და ის არ უნდა ამტკიცო, რომ ნაძირალაა, არაფერი გაუკეთებია, ქვეყანა დაანგრია და მომავალი არა აქვს. არა, რატომაც არა, შესაძლოა ესეც ამტკიცო, უბრალოდ, მაშინ უნდა მოითმინო, რომ იდიოტს დაგიძახებენ. მაგალითად, მე.

 

გზა ფართო ყველა ჯურის იდიოტს და მიშას კიდევ - წარმატებები!


კომენტარები:

ფართი შოპი