"ბავშვებს კი არ უნდა ვასწავლოთ რამე, საკუთარი თავი უნდა აღვზარდოთ, რომ ბავშვებმა ჩვენ მოგვბაძონ"- მანო პაჭკორია

28 Jan 2021 01:39

ფსიქოლოგი მანო პაჭკორია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"გულწრფელად მიხარია, როცა დედები გამოხატავენ სურვილს პიროვნულად განვითარდნენ მათი შვილების გამო. ამაზე უკეთესი, მართლაც, რა უნდა გააკეთონ მათთვის. თუ ვამბობთ, ბავშვები იმეორებენ მშობლების ქცევით მოდელებს, რა მაგალითი უნდა მივცეთ მათ, თუ არა ის, რასაც სიტყვიერად ვასწავლით. ჩემი აზრით, ბავშვებს კი არ უნდა ვასწავლოთ რამე, საკუთარი თავი უნდა აღვზარდოთ, რომ ბავშვებმა ჩვენ მოგვბაძონ. ხშირად მესმის მშობლებისგან, არ მყოფნის ნებისყოფა, ემოციებს ვჰყვები, მინდა უფრო გაწონასწორებული ვიყო. როგორ მესმის მათი, მათთვის ხომ არავის უსწავლებია საკუთარი თავის გაგება, მიმღებლობა და სიყვარული, აი რა სჭირდება დღეს ყველაზე მეტად თანამედროვე ადამიანს.  დამიჯერეთ, საკუთარ ჭირვეულობას თუ ვერ გაუგეთ, ბავშვების ჭირვეულობის ატანა ნამდვილად გაგვიჭირდებათ."- წერს ფსიქოლოგი. 



კომენტარები:

ფართი შოპი