დავით ბაქრაძე იანვრის თვის სადეპუტატო ხელფასით გლდანში, გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარა

28 Jan 2021 02:22

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ოპოზიციის მიერ დაწერილი განცხადებების მიუხედავად, პარლამენტს იანვარშიც არ შეუწყვეტია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისათვის სადეპუტატო  უფლებამოსილება.


ბაქრაძემ აღნიშნა, რომ სანამ ჩაერიცხება მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატის ხელფასი, ის დახარჯავს ამ თანხას ქველმოქმედებაზე და დაეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს, რათა მათ იგრძნონ ყურადღება და უკეთესობა.


„როგორც იცით, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, იანვარში მაინც არ შეგვწყვეტია პარლამენტის წევრის სტატუსი და შესაბამისად, ჩაირიცხა ხელფასი. ჩემი გადაწყვეტილება უკვე იცის საზოგადოებამ, რომ სანამ მექნება პარლამენტის წევრის ხელფასი ამ მოწვევის პარლამენტში, მთელ ხელფასს დავხარჯავ ქველმოქმედებაში. დღეს გლდანის რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ვეხმარებით, გვაქვს სხვა პროექტებიც, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ, მათ შორის - მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად.


საქართელოში ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს, ძალიან ბევრი ოჯახია, სადაც არ იციან როგორ გაიტანონ საკუთარი თავი, როგორ არჩინონ შვილები და რა უნდა იყოს ხვალ მათი საკვები. ამიტომ, სანამ ვიქნები ამ მოწვევის პარლამენტის წევრი, რასაც გაწვდება ხელფასი და რასაც გაწვდება ერთი ადამიანის შემოსავალი, მთელ ხელფასს დავხარჯავ ქველმოქმედებაზე, რომ თუნდაც რამდენიმე ოჯახში იგრძნონ ყურადღება და იგრძონ უკეთესობა.“ - განაცხადა ბაქრაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი