„ადრეც ვთქვი, რომ სტატისტიკით დანაშაული 10%-ით შემცირდა, ოპოზიციას რომ
ჰკითხო, მარტო კრიმინალი არა, ეკონომიკაც დაიქცა- ყველაფერი დაიქცა და
ჩამოგვემხო თავზე ქვეყანა. თავის ძველ თემებს გადახედონ უფრო კარგად და
ნახავენ, დაიქცა თუ არ დაიქცა“- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა
ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ნოემბრის თემა გახსოვთ თქვენ, კლება იყო როგორც მახსოვს, მინუს 10% თუ 11
%-ით. მთლიანობაში ცოტათი კიდევ კლება გვაქვს, თუმცა მკვლელობის მატებაა,
მაშინაც განვაცხადე, 2020 წელს 15 ერთეულით მეტი შემთხვევა მოხდა განზრახ
მკვლელობის. მომატებული იყო ოჯახში ძალადობა, კიბერდანაშაული.
კიბერდანაშაულის შემთხვევები მზარდია მსოფლიოში, მარტო ჩვენთან არ არის.
მთელ მსოფლიოში ყველა ქვეყნის პრობლემაა, მათ შორის დიდი, ძლიერი
ქვეყნებისაც. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთი მკვლელობის თემა გვქონდა,
რაც მძიმე იყო და ოჯახში ძალადობის თემაზე იცით, რომ ჩვენ პირიქით,
ვაკეთებთ რგოლებს, როგორც ტელევიზიაში, ასევე სოციალურ მედიაში, რომ ბევრმა
მოგვმართოს.სამწუხაროდ ბარიერი იყო ჩვენთან, ახლა ნელ-ნელა ეს ბარიერი
ირღვევა და მეტად მოგვმართავენ. რა თქმა უნდა, ცუდია, როცა ძალადობა ხდება
ოჯახში.
„სტატისტიკაზე იმდენჯერ მაქვს გაკეთებული განცხადება, უბრალოდ მეღიმება.
გეტყვით კიდევ ერთხელ. ეს სტატისტიკა ჩემი მოგონილი და დაწერილი არ არის,
რიცხვებია ჩვეულებრივი, ციფრები. მიმატება, გამოკლება, პროცენტები
გამოჰყავთ და დებენ. ინფორმაცია საჯაროა, საიტზე დევს, მოქალაქეს შეუძლია
შევიდეს, გახსნას საიტი და ნახოს 2020 წლისაც, 2019 წლისაც, 2018 წლისაც და
ა.შ. დაწყებული 2006 წლიდან და შეადაროს თუნდაც მკვლელობები, ყაჩაღობები,
ძარცვები -შეადაროს მთლიანი სტატისტიკა და ნახოს- მთლიანობაში მატებაა თუ
კლება. რა თქმა უნდა, კლებაა და ოპოზიციას აწყობს და ამბობენ, რომ რაღაც
გაიზარდა და დაიქცა ქვეყანა. ოპოზიციას რომ ჰკითხო, მარტო კრიმინალი არა,
ეკონომიკაც დაიქცა- ყველაფერი დაიქცა და ჩამოგვემხო თავზე ქვეყანა.
მიხედონ, თავის ძველ თემებს გადახედონ უფრო კარგად და ნახავენ, დაიქცა თუ
არ დაიქცა“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.