მამუკა მდინარაძე: „დაცვის სტრატეგიად, ვერსიის არჩევა, რომ დავით-გარეჯი ან მისი ნაწილი არ არის საქართველო, არის მოღალატეობრივი საქციელი“

30 Jan 2021 00:51

„მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, დაცვის სტრატეგიად, არჩევა ვერსიის, რომ დავით-გარეჯი ან მისი ნაწილი არ არის საქართველო, არის მოღალატეობრივი საქციელი. „ნაციონალურ მოძრაობას“ ვურჩევ ასეთ განცხადებებს ნუ აკეთებენ და კიდევ არასწორ მტკიცებულებებს ნუ ჰქმნიან რა მტკიცებულებებიც რეალობასთან არ მოდის შესაბამისობაში. შემიძლია გავახსენო „ნაციონალურ მოძრაობას“, და იმ ადამიანებს, ვინც ურჩევენ რომ კონკრეტულმა ადამიანმა ასეთი განცხადებები აკეთოს - არა მხოლოდ პათოსის და განცხადებების დონეზე, არა მხოლოდ საქართველოს ისტორიით, არა მხოლოდ ვიღაცის პოზირებით კონკრეტულ ადგილებზე არამედ, კონკრეტული მტკიცებულებებით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის კონკრეტული შეთანხმებით დასტურდება, რომ ის ტერიტორია, რომელიც იყო სადავო - არის საქართველოს ტერიტორია“, - ამის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. მისი თქმით, ეს საკითხი მეგობარ აზერბაიჯანთან ორმხრივი მოლაპარაკებით დალაგდება.


„ჩვენ ამ საკითხზე არ ვიდავებთ ბევრს, ოღონდ ქვეყნის შიგნით ნუ აირჩევენ კონკრეტული ადამიანები დაცვის სტრატეგიად, რომ დავით-გარეჯი ან მისი ნაწილი საქართველო არ არის. ეს არის მოღალატეობრივი საქციელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონკრეტული მტკიცებულებები და კონკრეტული შეთანხმება არსებობს ამის მატკიცებლად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი