მალხაზ თორია: ჩამონგრეულ ობიეტში მცხოვრები დევნილი ოჯახები დაკმაყოფილებული იყვნენ

31 Jan 2021 04:31

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ  და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე შენობის ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის გოგონა საავადმყოფოში მოინახულეს. მალხაზ თორიას განცხადებით, საბედნიეროდ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მას მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება და მიმდინარეობს მონიტორინგი.


,,ჩამონგრეულ ობიეტში მცხოვრები დევნილი ოჯახები დაკმაყოიფილებული იყვნენ ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში საცხოვრებელი ფართით. მათი ნაწილი გადასული იყო ახალ ბინებში, დარჩა ერთი ოჯახი, რომლის ბავშვიც დღეს დაშავდა და საბედნიეროდ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ოჯახს სურდა სოფლად სახლის ფარგლებში სახლის შეძენა. მათ ქონდათ განაცხადი გაკეთებული და ამაზეც თანხმობა ჰქონდათ, რადგან ცხოვრობდნენ ავარიულ შენობაში. სპეკულაციები იმის თაობაზე რომ სახელმწიფო ამ ოჯახებს არ დახმარებია, არის მცდარი. ყველა ოჯახი იყო დაკმაყოფილებული”,- განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა.


შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა, ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი მაშველებმა გადაარჩინეს.



კომენტარები:

ფართი შოპი