რატომ სჯობს ავტოსესხის აღება?

31 Jan 2021 22:47

არ აქვს მნიშვნელობა აქტიური ცხოვრებით ცხოვრობთ, თუ უფრო მეტად კომფორტი გირჩევნიათ, სახლიდან მუშაობთ თუ ოფისში სიარული გიწევთ, ოჯახი გყავთ თუ თავისუფლებით ტკბებით, საკუთარი ავტომობილი ყოველთვის ნიშნავს მეტ კომფორტს, დამოუკიდებლობას და საკუთარ სივრცეს. თუ თქვენი წარმოდგენა სასურველ ცხოვრებაზე მოიცავს ავტომობილს, თუმცა ამ ეტაპზე საკმარისი ფინანსური რესურსი არ გაქვთ, იდეალური გამოსავალი ავტო სესხი იქნება, რომლის პირობებიც მაქსიმალურად თქვენზე იქნება მორგებული და შეძლებთ დროის მოკლე პერიოდში უკვე ავტომობილით მოძრაობას.


ხშირად გვჯობს თანხა ჯერ შევაგროვოთ და შემდეგ შევიძინოთ სასურველი ნივთი, თუმცა თუ საქმე ისეთ გადაწყვეტილებას ეხება, როგორიც ახალი ავტომობილის ყიდვაა, უფრო მეტი დრო შეიძლება დაგჭირდეთ თანხის შესაგროვებლად, რაც შეიძლება გაუთვალისწინებელი მოვლენის გამო სრულიად სხვა რამეში დახარჯოთ. ამასთანავე, გაითვალისწინეთ, როდესაც თანხას აგროვებთ, ხშირად ზუსტად ის რაოდენობა გვაქვს გათვლილი, რაც სასურველი მანქანა ჯდება და ვერ ვითვალისწინებთ, რომ დიდი ალბათობით დამატებითი ხარჯებიც გვექნება. ამასთანავე, თანხა არ შეგროვდება, კვლავ ფეხით მოგვიწევს სიარული.


ავტო სესხი მომგებიანია მაშინაც, თუკი ავტომობილის შეძენის შემდეგ, შესაძლოა, დამატებითი ხარჯები მოგვიწიოს, რადგან ფინანსების მოკლება ნაკლებ დრამატულად შეეტყობა ჩვენს საფულეს. ამასთანავე, დროის მოკლე ხანში, უკვე გეყოლებათ მანქანა და უკვე შეძლებთ მის მართვას.


სესხის აღების პროცედურა მარტივი და კომფორტულია. ავტომობლის შერჩევის შემდეგ, შეგიძლიათ კრედიტის განაცხადი შეავსოთ სასურველი საკრედიტო კომპანიის ვებ-გვერდზე ან ესტუმროთ ფილიალს. ავტო სესხის უპირატესობა საპროცენტო პირობებთან ერთად მდგომარეოს იმაში, რომ სესხის უზრუნველყოფა, ხდება ავტომობილის გირავნობით და მისი მართვის უფლება, რა თქმა უნდა, თქვენ გრჩებათ. პროცედურაც საკმაოდ გამარტივებულია და საშუალოდ 30 წუთია საჭირო მის დასამტკიცებლად, როგორც ონლაინ, ასევე ფილიალში ვიზიტისას.


როდესაც გადაწყვეტთ ავტო სესხი აიღოთ, გაეცანით სხვადასხვა კომპანიების პირობებს, რადგან გამოშვების წელზე განსხვავებული შეზღუდვა მოქმედებს სხვადასხვა კომპანიებში, თუმცა ყველაზე მინიმუმი, რაც შეიძლება შემოგთავაზონ არის 1995 წელს გამოშვებული. ასევე, შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი ასაკი: უმეტეს კომპანიაში აუცილებელია იყოთ მინიმუმ 21 წლის, თუმცა ზოგიერთი კომპანიაში 20 წლიდანაც  შესაძლებელია განაცხადის შევსება. გაითვალისწინეთ, რომ ავტო სესხის დამტკიცებისა და მისი დაფარვისთვის აუცილებელია გქონდეთ დადასტურებული ყოველთვიური შემოსავალი.


ავტო სესხის მოცულობა დგინდება ინდივიდუალურად, ავტოექსპერტის მიერ ავტომობილის მდგომარეობის, მარკისა და წლოვანების შეფასების მიხედვით. ასევე, თქვენ არ გჭირდებათ თავდებში მდგომი მესამე პირი. სესხის დამტკიცების შემდეგ დგება გრაფიკი, რასაც აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რათა მაქსიმალურად თავიდან აიცილოთ უზუსტობები. ასევე, ავტო სესხის აღებისას გადახედეთ შემოთავაზებულ პირობებს, რაც ხელშეკრულებაშია მითითებული, შეამოწმეთ სესხის კალკულატორი, სადაც შეძლებთ დაითვალოთ ზუსტად რა თანხის გადახდა მოგიწევთ ყოველთვიურად და რამდენად კომფორტული იქნება თქვენთვის. ნახეთ ნამდენია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და დარწმუნდით, აქვს თუ არა რაიმე ფარული ხარჯი კომპანიას.


ასევე, წინასწარ გაფრთილებთ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არც ისე რთული იქნება და ერთი სული გექნებათ, როდის მორჩება ბიუროკრატია და როდის ჩაჯდებით ახალ, საკუთარ ავტომობილში, ამიტომ ისღა დაგვრჩენია წარმატება და მწვანე შუქი გისურვოთ.



კომენტარები:

ფართი შოპი